logo_geo
eng_logo
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის დაგება იგეგმება
- +

16 მაისი. 2020. 02:46

 

 

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე საავტომობილო გზის გასაყვანად ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

 

მომსახურების ღირებულება 11 928 092 ლარია. ელექტრონული ტენდერი 29 მაისიდან დაიწყება და წინადადებების მიღება 3 ივნისს დასრულდება.

 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ტენდრში გამარჯვებულმა გზის გაყვანა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უნდა დაასრულოს.

 

ტობავარჩხილის ტბა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 650 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

 

ეს ტბა მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner