logo_geo
eng_logo
ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა
- +

27 აპრილი. 2019. 21:28

 

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა, ორი ადამიანი კი, დაშავდა.

 

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე, სავალი გზიდან გადავარდა.

 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner