logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: უკვე ჯორჯსაც მიადგნენ... ვაშინგტონს!
- +

25 ივნისი. 2020. 12:49

 

 

ახლა უკვე... ჯორჯსაც მიადგნენ... ბუშს კი არა, უმცროსს, არამედ... ვ ა შ ი ნ გ ტ ო ნ ს!

 

ღმერთო დიდებულო!

 

თან თვალები მეცრემლება... თან მინდა გადავიხარხარო...

 

მეცრემლება არა იმიტომ, რომ ჯორჯ ვაშინგტონზე ამომდის მზე და მთვარე...

 

არც ხარხარი მიტყდება იმიტომ, რომ მიხარია ეს კრეტინიზმი...

 

უბრალოდ იმსხვრევა მითი, რომლითაც ჩემი ქვეყნის მრავალი თაობა იკვებებოდა, ცხოვრობდა, ეიმედებოდა...

 

არ მინდა ამ მითის დამსხვრევა.

 

ისევე, როგორც არ მომწონდა გორში სტალინის ძეგლის ჩამოგდება, რაც სტრატეგიული პარტნიორის მითითებით თუ არა, მის „სასიამოვნოდ“ (ვაზელინის წახმარებით) შესრულდა... ნეტავი გამაგებინა, ახლა ვისი მითითებით, რჩევა-მოთხოვნით დაიწყო ძეგლებთან ომი, მათი მსხვრევის ეს უსაზიზღრესი და სამარცხვინო პროცესი.

 

არ მინდა, რომ თუნდაც სულ ცოტა ხნით იზეიმოს „სიბნელემ“, პრიმიტივიზმმა, ანარქიამ, ქაოსმა, სიბინძურემ...

 

არადა, ყველაფერი ეს აშკარაა...

 

ნათელია...

 

არა მგონია, ეს იყოს გამიზნული, „რუსული ვექტორის“ ჩაფიქრებული, განხორციელებული კონტრპროპაგანდა, როგორც აქაურ მოჩერჩეტო „პუბლიცისტკები“ გაჰკივიან...

 

რა თქმა უნდა, ამერიკელები თავად მოუვლიან საკუთარ ქვეყანას...

 

რა თქმა უნდა, ეს მათი „შინაური“ საქმეა...

 

რა თქმა უნდა, საქართველოს საელჩო საჯაროდ არ გამოვა განცხადებით, რომელიც სავსე იქნება მოწოდებებით და „ბრძნული“ რჩევებით...

 

უბრალოდ, გვინდა აშშ-ის ელჩს, სიმპათიურ ქალბატონს მივაწვდინოთ ხმა, რომ თუ რამე დახმარება, გვერდში დგომა სჭირდება „თეთრ სახლს“, მზად ვართ, გავიღოთ ისიც კი, რაც არ გვაქვს, ოღონდ...

 

სტაბილური ამერიკა არის სტაბილური საქართველო, მისი დამოუკიდებლობის გარანტი! გარდა ნორმალური ადამიანური ფასეულობებისა, სწორედ ამ პოსტულატიდან ამოდის ჩვენი გულისტკივილი, ჩვენი ფიქრი, ჩვენი წუხილი იმ უგუნურებისა და სიბრიყვის გამო, რამაც მოიცვა ჩვენი დიდი მეგობარი და მფარველი ქვეყნის დღევანდელი რეალობა.

 

ჩვენი მხარდაჭერა დონალდ ტრამპს!

 

https://inosmi.ru/politic/20200620/247639958.html?fbclid=IwAR1JPHmuqQTEokAJd9rlFXd1jtYQforc4QbVEnoOLhswajf9uoXKDAAkrXw

 

 

right_banner
არქივი
right_banner