logo_geo
eng_logo
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია თვითიზოლაციაში გადადის
- +

24 ოქტომბერი. 2020. 23:31

 

 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

ტიხანოვკსაია კვირის დასაწყისში სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რომელსაც მოგვიანებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

 

როგორც ტიხანოვსკაის სპიკერი, ანა კრასულინა აცხადებს, თვითიზოლაცია ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს საქმიანობაში ხელს არ შეუშლის.

 

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანზე ლოგართან შეხვედრის შემდეგ ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრებიც თვითიზოლაციაში არიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner