logo_geo
eng_logo
რომის პაპი ჰოლოკოსტს გადარჩენილ მწერალ ედიტ ბრუკს სახლში ეწვია
- +

21 თებერვალი. 2021. 02:36

 

 

რომის პაპი ფრანცისკე ჰოლოკოსტს გადარჩენილ მწერალს, ედიტ ბრუკს მოულოდნელად სახლში ეწვია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

89 წლის ბრუკი უნგრეთში დაბადებული ებრაელია, რომელმაც ბავშვობაში რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა. ჰოლოკოსტს მისი მშობლები და ძმა შეეწირნენ.

 

ბრუკი 13 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში, აუშვიცის ბანაკში გაგზავნეს. აუშვიცში მისი დედა გარდაიცვალა, მამა კი, მან დახაუს ბანაკში დაკარგა, სადაც ისინი მოგვიანებით გადაიყვანეს.

 

როგორც ვატიკანის პრესსპიკერმა განაცხადა, პონტიფიკოსი ბრუკსს საკონცენტრაციო ბანაკში გატარებული პერიოდისა და იმის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ, თუ რა მოხდა.

 

რომის პაპმა ედიტ ბრუკთან დაახლოებით ერთ საათს დაჰყო.

 

„მე აქ მოვედი, რათა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც თქვენ გამოიარეთ და პატივი მივაგო ნაციზმის პოპულიზმის უგუნურებით წამებულ ადამიანებს“, – ციტირებს ვატიკანი რომის პაპის სიტყვებს.

 

ჰოლოკოსტს ექვს მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მათი დიდი უმრავლესობა ებრაელები იყვნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner