logo_geo
eng_logo
ჩინეთი ნატოს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჩინეთის საფრთხის თეორიის გაზვიადება
- +

15 ივნისი. 2021. 11:54

 

ჩინეთი ნატოს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჩინეთის საფრთხის თეორიის გაზვიადება. ამის შესახებ ევროკავშირში ჩინეთის მისიის განცხადებაშია ნათქვამი.

 

14 ივნისს ალიანსის ლიდერებმა ნატოს სამიტის დეკლარაციაში განაცხადეს, რომ ჩინეთის გაცხადებული ამბიციები და აგრესიული ქცევა სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის.

 

ჩინური მხარე აცხადებს, რომ ნატომ ცილი დასწამა ჩინეთის მშვიდობიან განვითარებას და არასწორად შეაფასა საერთაშორისო ვითარება, რაც „ცივი ომის“ მენტალიტეტზე მიუთითებს.

 

„ჩვენ არავისთვის წარმოვადგენთ სისტემურ გამოწვევას, მაგრამ თუ ვინმეს სურს სისტემური გამოწვევა იყოს ჩვენთვის, ჩვენ გულგრილი არ დავრჩებით“, - განაცხადეს ევროკავშირში ჩინეთის მისიაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner