logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ
- +

22 თებერვალი. 2016. 11:18



ტელეკომპანია „Hromadske.tv"-ის ინფორმაციით, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მარტის დასაწყისში შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ. სააკაშვილის მიერ პოსტის დატოვებას გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საშა ბოროვიკიც არ გამორიცხავს:


„სერიოზულად ვართ პოლიტიკური კრიზისით შეშფოთებულები, რომელიც ქვეყანაში ვითარდება. გამოვხატავთ ჩვენს კრიტიკას და ვსვამთ უხერხულ კითხვებს, მათ შორის, კითხვები გვაქვს პრემიერთან და პრეზიდენტთან, რომელთა პირდაპირ დაქვემდებარებაშიც ვიმყოფებით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეიძლება ამან მათი მხრიდან მკვეთრი რეაქცია გამოიწვიოს. შესაძლოა თუ არა, ეს თანამდებობიდან მოხსნა იყოს? დიახ, ყველაფერი მოსალოდნელია", - განაცხადა საშა ბოროვიკმა.





 

right_banner
არქივი
right_banner