reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: დარწმუნებით ვიმეორებ, ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 16 ივნისი, 2021. 04:47
საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: დარწმუნებით ვიმეორებ, ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!
13 ნოემბერი, 2014. 19:44


გოგა მერაბიშვილი თუ ბექა ფერაძე? - უცნობი facebook-მომხმარებელი, სხვადასხვა სახელითა და გვარით,  რომელიც ჟურნალისტ ბაკურ სვანიძეს სოციალურ ქსელში დაემუქრა, პარალელურად პოლიტიკოს სანდრო ბრეგაძესთან პროვოკაციული შინაარსის მიმოწერა გამართა.

ე.წ. ბექა ფერაძე წერდა, რომ  „ნაციონალური მოძრაობიდან" „ქართულ ოცნებაში" გადასვლა სურს, იმ შემთხვევაში, თუკი ფულს გადაუხდიან. აღნიშნულ პიროვნებაზე დიასპორის საკითხებშისახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:




„შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც  მიმოწერაში არიან დასახელებულები, მათ შორის ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის, საფრთხეშია! დარწმუნებით ვიმეორებ, ბაკურ სვანიძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ეს ადამიანი გამკეთებელია იმისა, რაზეც საუბრობს! ეს არ არის ბოლომდე ადეკვატური პიროვნება. ასევე, არ არის გამორიცხული, რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს დახვდეს და თავში ჩაარტყას, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" დავალებით. სასწრაფო წესით, ეს ყველაფერი დასადგენია!


როგორც ვფიქრობ, ის არის სნაიპერი. ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ის სამხედრო ტერმინი, რომელიც მან იხმარა, ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, უცნობი იყო. ეს არ არის მარტივი ადამიანი.


მას არ დაუსახელებია კონკრეტული გვარები, მაგრამ იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთის მხარეს არის, იქნება ლიკვიდირებული და მათი თავებით ფეხბურთს ითამაშებენ!" - განაცხადა ბრეგაძემ, „რეპორტიორთან" ინტერვიუში.





ინტერვიუს სრული ვერსია: http://reportiori.ge/?menuid=74&id=45016&lang=1






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016