logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია
- +

3 ივნისი. 2019. 16:12

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ პოლიტიკოსებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია.

 

„ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაწილი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით. პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას“, - ზაზა სარალიძე.

 

რაც შეეხება განაჩენის შეფასებას, ეს არც პარლამენტს და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ეხება. შესაძლებელია, რომ პოლიტიკოსებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია და ვისაც ეს ფრაზა ეხება, ძალიან კარგად იცის. ამიტომ თავი შეიკავონ, მათთვის ჯობია.

 

ყველა ხედავს, რომ გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად არ აღსრულდება“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×