logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტი
- +

3 ივლისი. 2019. 17:51

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით საგულისხმო ნაბიჯი იქნება, რომ სახელმწიფომ კომპენსაცია დაუნიშნოს წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს, აქციების დაშლისას დაშავებულებს და გარდაცვლილების ოჯახებს.

 

ამით სახელმწიფო პასუხისმგებლობას აიღებს არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი ყველა ხელისუფლების ჩადენილ გადაცდომაზე.

 

ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტი, რომელიც სიმბოლურ დატვირთვასაც შეიძენს და ერთგვარ გაფრთხილებად იქცევა მომავალი ხელისუფლებისთვის.

 

სახელმწიფო პასუხისმგებელია თითოეული მოქალაქის წინაშე, ამ გადაწყვეტილებით კი მოქალაქეებში სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა და პასუხისმგებლობა გაჩნდება!“ - წერს მძინარაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს დაშავებულ დემონსტრანტებს სახელმწიფო კომპენსაციას დაუნიშნავს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner