logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: ეს ქმედებები მიზნად ისახავს არეულობის პროვოცირებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას
- +

8 ივლისი. 2019. 14:22

 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ეს არის უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ქმედებებია.

 

„რთულად წარმოსადგენია, რამდენად შორს შეუძლია „რუსთავი 2“-ს წავიდეს, თავისი ქვეყნისთვის ზიანის მისაყენებლად. ეს არის უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს არეულობის პროვოცირებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობასა და ეროვნულ ინტერესებს“, - წერს სოფიო ქაცარავა fasebook საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“-ში ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner