logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: აგვისტოს ომზე „იმედზე“ გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ, ასევე, უცვლელნი არიან მოღალატეები
- +

15 აგვისტო. 2019. 11:00

 

 

„აგვისტოს ომზე „იმედზე“ გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ, ასევე, უცვლელნი არიან მოღალატეები“, - პარლამენტარი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომზე „იმედზე“ გასულ ფილმზე საუბრობს.

 

„აგვისტოს ომზე „იმედზე“ გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ, ასევე, უცვლელნი არიან მოღალატეები.

 

რამდენადაც არ უნდა შეეცადო ისტორიის გადაწერას, შედეგებიც უცვლელია: - 400-ზე მეტი დაღუპული ჩვენი მოქალაქე - დაკარგული 151 დასახლებული პუნქტი - ოკუპირებული ახალგორი და კოდორი.

 

მაგრამ ამასთანავე, ძალაუფლებაშენარჩუნებული ხელისუფლება, მილიარდობით დოლარი, მიღებული საერთაშორისო დახმარებების სახით,

 

და საბოლოოდ, დაზარალებული საქართველო.

 

რა უჯდება ქვეყანას არასწორი ან განზრახ არასწორი გადაწყვეტილებები?! და რატომ იყო არასწორი ამას მაშინდელი აშშ-ის ელჩის, კონდოლიზა რაისის, ტალიავინის დასკვნისა და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები, ფაქტები და საბოლოოდ შედეგები ნათლად მოწმობს.

 

და თუ სიმართლე სიჩუმეს არღვევს, მე არ ვპატიობ არც მტერს და არც ამ ადამიანებს ჩემი ქვეყნის მიწა-წყლის დათმობას, და თქვენ რა გიღირთ ამის პატიება(?)“, - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner