logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენმა ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს
- +

31 აგვისტო. 2019. 18:56

 

„ჩვენმა ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს და ძიუდოს სამყაროში უკვე მოპოვებული ღირსეული ადგილი უფრო გაიმყარეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მიერ მიღწეულ შედეგებს ეხმაურება.

 

„ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლით გაგვახარა! ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას! მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლისთვის პირადად მათ, ასევე, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენთვის ამ სიხარულის მონიჭებაში წვლილი შეიტანა.

 

დღეს ამაყია საქართველო, რომ მისი დროშით თქვენ ასპარეზობთ“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

 

საქართველომ ტოკიოში გამართული ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner