logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ომის ვეტერანები ქვეყნის ოქროს ფონდია, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნებაში!
- +

17 ოქტომბერი. 2019. 14:29

 

 

„ომის ვეტერანები ქვეყნის ოქროს ფონდია, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნებაში! მათ ყველაზე ღირებული ორიენტირის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად დაიცვეს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება!“ - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ომის ყველა მონაწილე გმირია, რადგან თითოეულმა თქვენგანმა მთელი შეგნებითა და სიყვარულით იბრძოლეთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობის გადასარჩენად! დიდება მათ სულებს, ვინც ბრძოლის ველზე პოვა სამუდამო განსასვენებელი! ომის ვეტერანები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და წარმოადგენენ ცოცხალ მაგალითს ახალგაზრდობის პატრიოტულ აღზრდაში! გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას! მადლობას გიხდით თქვენი უანგარო სამსახურისა და თავდადებისათვის!“ - წერს კობალაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner