logo_geo
eng_logo
რატი მუჯირი: ინფორმაცია, თითქოს კვების ხარჯი მეხანძრე-მაშველებს ექვითებათ ხელფასიდან, ტყუილია
- +

3 თებერვალი. 2020. 19:25

 

 

„2020news“-ზე რაღაცნაირ „ინტერვიუს“ წავაწყდი, სავარაუდო მეხანძრე-მაშველთან და ცოტა დავიბენი. მასში გაჟღერებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა და ფაქტებს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი რატი მუჯირი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ინფორმაცია, თითქოს კვების ხარჯი მეხანძრე-მაშველებს ექვითებათ ხელფასიდან, ტყუილია. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2020 წლის იანვრიდან მეხანძრე-მაშველების კვებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. რაც შეეხება ნახსენებ ფულის შეგროვებას კვების უზრუნველსაყოფად, ეს სამწუხარო შემთხვევები ხდებოდა და სწორად ამ ფაქტის აღმოსაფხვრელად, სამსახურის ისტორიაში პირველად, ახალი ბრძანებით შეიცვალა და ახლა სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

 

სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია, თითქოს მეხანძრეებს დახეული უნიფორმა და ფეხსაცმელი აცვიათ, არის ტყუილი. 2019 წელს სრულად მოხდა მეხანძრე-მაშველის უნიფორმის განახლება. ყოველ ჯერზე, როდესაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფორმა ზიანდება, მაშინვე ხდება მისი ჩანაცვლება.

 

რაც შეეხება ავტომობილებს - 2019 წლიდან დღემდე არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, როცა მეხანძრე-მაშველს საკუთარი ხელფასიდან მოუწია მანქანის შეკეთება. ყოველ ჯერზე, როცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სპეც ტექნიკა ზიანდება, მის აღდგენაზე პასუხისმგებელი სრულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია.

 

სტატიაში ნახსენებია, რომ „2020news“ დაუკავშირდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. ასეთი ფაქტი მართლაც დაფიქსირდა. კითხვა ეხებოდა რა შემადგენლობისაა ერთი ულუფა და რის საფუძველზე გაიცემა. რაზეც პასუხი იყო: მეხანძრე-მაშველების კვების პრობლემა მოგვარდა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და დეტალები შესაძლებელია ნახოთ https://matsne.gov.ge/-ზე“, - წერს მუჯირი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner