logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: არანაირი მზაობა არ ჩანს ოპოზიციის მხრიდან, რომ აიღონ პოლიტიკური სადავეები ხელში
- +

12 თებერვალი. 2020. 11:23

 

 

 

„რომ შევადაროთ 2012 და 2020 წლების პოლიტიკური პროცესები, არის რადიკალური განსხვავება“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2012 წელს მოქმედ სახელისუფლებო პარტიას და მის ლიდერს ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰყავდა გარშემო ფაქტიურად მთელი ოპოზიციური პოლიტიკური ისტებლიშმენტი, შეიქმნა კოალიციური ერთობა და რეალურად დაიდო საკადრო და ინტელექტუალური რესურსი. ასევე იმ დროს ქვეყანაში არსებობდა რეალურად მოტივირებული ამომრჩეველი. შეიქმნა და გაჩნდა რეალური ალტერნატივა.

 

2012 წელს ოპოზიცია მაქსიმალურად ლაპარაკობდა იმაზე, თუ რა განხორციელდებოდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (არ ვსაუბრობ, რა შესრულდა და რა - არა). ფაქტი იყო შემდეგი, რომ საზოგადოება და ოპოზიცია იყო მზად, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება. ამ მოცემულობას დაეყრდნო სწორედ საერთაშორისო საზოგადოება და გამოუცხადა მხარდაჭერა.

 

რა მდგომარეობაა დღეს - 2020 წელს? არ არსებობს რეალურად მოტივირებული ამომრჩეველი არსებული ოპოზიციის გარშემო, არ ჰყავს ოპოზიციას გამოკვეთილი ლიდერი, არ არსებობს განვითარების სტრატეგია ან გეგმა (არ ვსაუბრობ იმაზე, რამდენად შესრულებადია), ოპოზიციაში შიმშილია საკადრო და ინტელექტუალური რესურსის და ცოტა დეპრესიული მდგომარეობაა.

 

რეალურად პრობლემა არის „გაცვეთილი“ სახეები და ნიჰილიზმი.

 

არანაირი მზაობა არ ჩანს ოპოზიციის მხრიდან, რომ აიღონ პოლიტიკური სადავეები ხელში.

 

დღეს ადამიანებს სჭირდებათ რეალური პროექტები, რეალური სტრატეგია და სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ამავდროულად იქნება საპარლამენტო თანახელისუფლება და გაიზიარებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე.

 

ოპოზიციამ უნდა დაიწყოს საუბარი ხალხთან მათ მომავალზე. არა საკადრო გადაწყვეტილებებზე, თუ ვინ იქნება მინისტრი და ვინ სპიკერი, არამედ რეფორმებზე და განვითარების სტრატეგიაზე.

 

მხოლოდ საერთაშორისო „ასპარეზზე“ ნეგატივზე მუშაობა დივიდენდს არ მოუტანს არავის, იმიტომ, რომ არცერთი კონგრესმენი არ მივა საქართველოში საარჩევნო ურნასთან. აქ ხმას ქართველები აძლევენ“, - წერს აბესაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner