top_leaderboard
left_sabechdi

საქართველოს ნაკრებმა მასტერლიგის ევროპის ჩემპიონატი თურქეთთან გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს მასტერლიგის (მინი ფეხბურთი) ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი თურქეთთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1.

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრები მე-5 წუთზე დაწინაურდა, გიორგი ნავალოვსკის ზუსტი გადაცემით ნიკა ძალამიძემ გაიტანა. მე-19 წუთზე კი თავად ნავალოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.

საქართველოს ნაკრები მეორე ნახევარში უპირატესობას ფლობდა, ბურთს აკონტროლებდა და ხუთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. 30-ე წუთზე თურქეთის ნაკრების კარი მესამედ გიორგი ნაფიშვილმა აიღო. მე-40 წუთზე თურქეთმაც გაიტანა გოლი.

მასტერლიგის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შემდეგ შეხვედრას პორტუგალიის გუნდთან 9 მაისს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ