logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: მეასე, მეათასე მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინას, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა!
- +

2 ივლისი. 2020. 11:58

 

 

„როდესაც ივანიშვილების ოჯახის „ტიკ-ტოკები“ დაიდო, ჩემთვის ეს იყო მესიჯი, რომ საშიშროება აღარ არსებობს, რომ ვირუსი დაძლეულია და რომ უნიღბოდ ცხოვრების და  ოჯახის წევრებთან ჩახუტების დროა“, - ამის შესახებ პიარტექნოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.

 

„არაა ბიძინა ივანიშვილი ის კაცი, დაღეჭილი ლუკმა ჩაგიდოთ პირში!

 

იმედია, კარგად მიცნობთ, შესაბამისად, ისიც იცით, რომ ვაზელინის სუნზე ტოქსიკური ხუთვა მეწყება, ამიტომაც ადვილად მიმიხვდებით პათოსს!

 

ყველაფერი არ ითქმის, ვერბალური გზა არაა ყოველთვის ერთადერთი სწორი.

 

როდესაც ივანიშვილების ოჯახის „ტიკ-ტოკები“ დაიდო, ჩემთვის ეს იყო მესიჯი, რომ საშიშროება აღარ არსებობს, რომ ვირუსი დაძლეულია და რომ უნიღბოდ ცხოვრების და  ოჯახის წევრებთან ჩახუტების დროა.

 

დროა გარეთ გასვლის და აღმშენებლობის!

 

დროა, სტროფებს შორის კითხვა და დანახვა ისწავლოთ!

 

არავინ არ გააკეთებს თქვენ გასაკეთებელ საქმეს!

 

იხსნება  ქუთაისის უნივერსიტეტი, დენდროპარკი, ინფრასტრუქტურული პროექტები. ერთი წუთი არ გაჩერებულა ავტობანის მშენებლობა.

 

აბრძანდით კომფორტული სავარძლებიდან, მიაშურეთ სოფლებს, გაწმინდეთ საკუთარი კარ-მიდამო, ჩაბერეთ ახალი სუნთქვა ნასახლარებს და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება...

 

მე კი მეასე, მეათასე მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინას, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა!“ - წერს ლალი მოროშკინა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner