top_leaderboard

ტრამპი: თაღლითმა ჯო ბაიდენმა ახლახან გამოაცხადა, რომ მზად არის დებატებისთვის – ვამბობ, ნებისმიერ დროს

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის დებატებისთვის ყოფილ პრეზიდენტთან.

„თაღლითმა ჯო ბაიდენმა ახლახან გამოაცხადა, რომ მზად არის დებატებისთვის! ყველამ იცის, რომ ის ამას ნამდვილად არ გულისხმობს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, მე ვამბობ: ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, როგორც ადრე ამბობდნენ მოკრივეები“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის დებატები გამართოს ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

„არ ვიცი როდის, მაგრამ სიამოვნებით გავმართავ მასთან დებატებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ასევე იხილეთ