logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ორივე ხელით მივესალმები მეუფე შიოს ამ ინიციატივას!
- +

3 ივლისი. 2020. 14:26

 

 

პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს ინიციატივას მისიონერობის აუცილებლობის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„საბჭოთა დროს მღვდლებს ეშინოდათ, აკრძალული ჰქონდათ მისიონერობა. დღეს ის დროა, როდესაც ჩვენივე ტაძრებიდან გავიდეთ, აქტიურად დავიწყოთ ქადაგება და ეს მისიონერობა გავაძლიეროთ“, – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

 

ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია. მიკამათია ინტელექტუალებთან, თეოლოგებთან ღვთის სიტყვის მისიონერობით გავრცელების აუცილებლობაზე. ასეთ დისკუსიებში ჩემი ოპონენტების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ადამიანმა ის მთავარი ნაბიჯი ეკლესიისკენ თავად უნდა გადადგას... ჩვენ ხომ ვიცით, რომ დიდი ნაწილი ეკლესიისკენ ნაბიჯს დგამს მაშინ, როდესაც განსაცდელის წინაშე დგება. რატომ უნდა იყოს აუცილებელი რომ განსაცდელს დაველოდოთ?! ხომ ჯობია, რომ მივიწვიოთ ადამიანები ეკლესიის წიაღში და ამით ისინი ბევრ ხათაბალას და განსაცდელს ავარიდოთ. წარსულის ან თუნდაც აწმყოს გამრუდებული პროპაგანდა, ყალბი ორიენტირების თავს მოხვევა, რაც წამლავდა და წამლავს ჩვენი თანამემამულეების გონებას, რაღაც მანქანებით აშორებს ადამიანებს ეკლესიისგან, დაბრკოლებებს უქმნის და არ უშვებს. იმ პირობებში კი, როდესაც ცხოვრებამ მეინსტრიმულ იდეოლოგიად კონფორმიზმი და ეგოიზმი მოგვიტანა, ასჯერ უფრო საშურია აქტიური მისიონერობა, კარდაკარ სიარული, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს და მიიღოს წმინდა წერილი. წმინდა მოციქულებიც ხომ ამას აკეთებდნენ. ეს ნაბიჯი აუცილებლად აამაღლებს ჩვენს საზოგადოებაში კეთილშობილების, სიქველის, სიკეთის ხარისხს. საგრძნობლად დათრგუნავს აგრესიას, უსამართლობას და სხვა უკეთურებას.

 

ორივე ხელით მივესალმები მეუფე შიოს ამ ინიციატივას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წამოწყება ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ უკეთესს გახდის“, - წერს ირაკლი გოგავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner