logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე „Numbeo“-ს რეიტინგზე - ეს არის მრავლისმთქმელი ინდიკატორი, რაც არ უნდა გნიასი ატეხოს ცნობილმა შემადგენლობამ თავის ტელევიზიებით და საიტებით
- +

8 ივლისი. 2020. 18:41

 

 

„დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით, საქართველო „მწვანე" ანუ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ზონაშია“ - ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Numbeo-ს რეიტინგს ეხმიანება, რომლის თანახმად, დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა.

 

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ეს არის მრავლისმთქმელი ინდიკატორი, რაც არ უნდა გნიასი ატეხოს ცნობილმა შემადგენლობამ თავის ტელევიზიებით და საიტებით.

 

„დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით, საქართველო „მწვანე" ანუ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ზონაშია და ეს არის მრავლისმთქმელი ინდიკატორი, რაც არ უნდა გნიასი ატეხოს ცნობილმა შემადგენლობამ თავის ტელევიზიებით და საიტებით. ეგაა საწყენი, რომ მოლდოვას და უკრაინას ევროპად მიიჩნევენ, ჩვენ კი რატომღაც აზიას მიგვაკუთვნეს, რას იზამ, გეოგრაფია თავისას შვება. თუმცა, პრესტიჟია, რომ ასეთი ქვეყნების გვერდით ხარ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით” - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner