logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: რაც მან გუშინ გაახმოვანა, სხვა არაფერია თუ არა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ხარაკირი
- +

15 აგვისტო. 2020. 22:15

 

 

 

„ეს არის ის რეალობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ამ წლების მანძილზე, საკუთარი მეინსტრიმ მედიით აქტიურად მალავდა, სხვაზე რუსეთუმეობის გადაბრალებით და ფაქტების ფაბრიკაციით“ - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის 14 აგვისტოს „რუსთავი 2-სთვის“ მიცემულ ინტერვიუს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, სადაც ბაქრაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რაც ბაქრაძემ  „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაახმოვანა, სხვა არაფერი, თუ არა „ნაცმოძრაობის“ და მასთან აფილირებული მთელი ოპოფლანგის პოლიტიკური ხარაკირი.

 

„ეტყობა შემთხვევით არ უთქვამს ქართველ კაცს ოდითგანვე „კაცმა მალა, მალაო და ჭირმა თავი ვერ დამალაო!" ევროსაბჭოს რეზოლუციის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით, სადაც ომის დაწყება ფაქტობრივად, საქართველოს დაბრალდა, არ ვიცი რისი თქმა სურდა, მაგრამ დავით ბაქრაძის აღიარებითი ჩვენება გამოუვიდა. რაც მან გუშინ „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაახმოვანა, სხვა არაფერია თუ არა „ნაცმოძრაობის“ და მასთან აფილირებული მთელი ოპოფლანგის პოლიტიკური ხარაკირი. ახლა იმაზე თავის მართლება რომ ეს ჩანაწერი ვერ ცვლის ამავე რეზოლუციაში „ოკუპაციის" ჩანაწერის დაფიქსირებას, უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავს.

 

თუმცა ბაქრაძის ამ აღიარებამდე, ცოტა ხნით ადრე სარკოზის მემუარებიდანაც არანაკლებ საინტერესო და სკანდალური პასაჟი გავიდა. სარკოზის მემუარებში არის ძალზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ჩვენთან ნაკლები ყურადღება ექცევა დღემდე. სარკოზის ყველაზე უფრო ის გაუკვირდა, რომ მედვედევი უყოყმანოდ დათანხმდა მე-6 პუნქტის ამოღებას, რომლის მიხედვითაც ამ ორი ძირძველი ქართული ტერიტორიის მომავალი სტატუსი საერთაშორისო დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო და ამავდროულად ერთგვარი გარანტი ოკუპაციას არ მისცემოდა იურიდიული სტატუსი. და მთავარი აქცენტებიც ამაზე უნდა გაკეთდეს, რადგან სწორედ ამ პუნქტის ამოღებამ მისცა რუსეთს სრული კარტ-ბლანში აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისათვის!

 

ამ მემუარებიდან ასევე ირკვევა რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამ პუნქტს ამოიღებდა, რაც მას ამ ტერიტორიების აღიარების საშუალებას გაუადვილებდა, მათ შორის დასავლეთთან ურთიერთობაში თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად. ეს არის ის რეალობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ამ წლების მანძილზე, საკუთარი მეინსტრიმ მედია საშუალებებით, ასე აქტიურად მალავდა, სხვაზე რუსეთუმეობის გადაბრალებით და ფაქტების ფაბრიკაციით.

 

დრო ნაცებზე ნამდვილად არ მუშაობს, დრო მუშაობს ქართველ ხალხზე და მომავალზე, დარწმუნებული ვარ ქართველო ხალხი ამ პოლიტიკურ ძალას უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში გაისტუმრეს ისტორიის სანაგვეში!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner