logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: თვითმარქვია ბომონდებმა შექმნეს ხალხის სეგრეგაცია „სოფლელებად“ და „თფილისლებად“
- +

10 იანვარი. 2017. 02:27




ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

დააკვირდით, უახლეს ისტორიაში ეს თვითმარქვია თფილისური" ბომონდები და ელიტები მუდამ სამარცხვინო როლს თამაშობდნენ ქვეყნის ისტორიაში. კომუნისტების პერიოდის ზეობისას ეს ბომონდები ელიტურ ბარიგობაში იყვნენ ჩართული, რყვნიდნენ განათლებას და წველიდნენ ბიუჯეტს, დამოუკიდებლობის პერიოდში გარყვნეს პოლიტიკა და გააცამტვერეს ბიუჯეტი, ვაზელინით გამოიყენეს ყველა მმართველო ძალა და იმ ძალების დასუსტებისთანავე, სხვებთან გარბოდნენ. ამ ელიტებმა დაამკვიდრეს საქართველოში პოლიტიკური პროსტიტუცია და გააპრავეს ღალატი, შექმნეს ხალხის სეგრეგაცია სოფლელებად" და თფილისლებად", ელიტად და ბნელებად, სწორად მიაზროვნეებად და ქაჯებად... ამ თვითმარქვია ბომინდებს შეიძლება მოერიოს მხოლოდ ახალი თაობა, არგარყვნილო სტერეოტიპებით და მებრძოლი ყველას თანასწორობისთვის. სხვა შემთხვევაში ეს სალონური ფაშიზმი" კიდევ ერთხელ დაასახიჩრებს საზოგადოებას და წაიყვანს მას ურთიერთქიშპისა და პროგრესირებადი ატომიზაციისკენ. „ნაცები" ამ მსოფლმხედველობრივ მეძავებთან შედარებით ანგელიზები არიან" , - წერს უძილაური.


 

right_banner
არქივი
right_banner