logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე „ნაციონალებზე“: მათი სურვილია, რომ თბილისი დაძაბულობის და შიშის ქალაქი იყოს
- +

15 დეკემბერი. 2017. 17:38



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ უნდა ამას ბევრი ფიქრი და რევერანსები. ძალიან კარგად ჩანს, თუ რა უნდათ ამ „ნაცებს" (ორივეს). მათ ნამდვილად არ უნდათ სიცოცხლით სავსე ქალაქი, არ უნდათ ღიმილიანი სახეები. მათი სურვილია, რომ თბილისი დაძაბულობის და შიშის ქალაქი იყოს.

 

ძალიან დადებითია ის, რომ კალაძე არ გამოდის ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და თანამშრომლობას სთავაზობს ყველას, ვისაც ნორმალური განვითარების გეგმა აქვს. ეს კარგია, მაგრამ...

 

ეს ოხერი „მაგრამ" ყველგან არსებობს და მითუმეტეს, „ნაცებთან" მიმართებაში.

 

წარმოადგინეს კარგი პროექტი და დაიწყეს მისი განხორციელება. რა გარანტიაა, რომ საბოტაჟს არ მოაწყობენ?

 

რა გარანტიაა, რომ რომელიმე მომღერალს, ვინც მიHას მთელი გზნებით უმღერდა, საახალწლო კონცერტამდე 15 წუთით ადრე, ხიხინები არ დაეწყება?

 

რა გარანტიაა, რომ...

 

ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა, რომ იმათი ნდობა არ შეიძლება", - წერს გაბრიჭიძე.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner