logo_geo
eng_logo
საშა გველესიანი: საით მივდივართ, კი ხედავთ ყველა... გვიან იქნება მერე, ძალიან გვიან...
- +

25 მაისი. 2018. 20:02

 

 

პოეტი საშა გველესიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იქნებ და შემოქმედებითი საღამოები გადავდოთ, შევიკრიბოთ და განათლების სისტემაზე ვისაუბროთ მეგობრებო!

 

ქვეყანაში წიგნის მკითხველი აღარ დარჩა თითქმის და სულაც არ ვგულისხმობ ჩვენი თაობის მწერლებს. ერის შემოქმედებითი აზროვნების მთავარი არტერიების შემოქმედებას ვგულისხმობ!

 

ეს სისტემა, განათლების სისტემაზე მოგახსენებთ, უვარგისი და მეტიც, მავნებელი რომაა, არა მგონია საკამათო იყოს, რადგან შედეგს ვხედავთ.

 

გაუნათლებელ და უწიგნურ თაობას და თაობებს, ვინც ტომარაში კატას ჩაუსვამს და მაღლა დაუკიდებს, ის ეგონებათ ანი და ჰოე და საით მივდივართ, კი ხედავთ ყველა.

 

ენის კვდომის პროცესია დაწყებული, რადგან მდარე ლიტერატურით (მინიმუმამდე დაყვანილი გრამატიკით) გაჯერებული სახელმძღვანელოები ენას და აზროვნების მუხტს ადამბლავებენ...

 

რამდენი ერთის ჩამოთვლა შეიძლება.

 

გვიან იქნება მერე, ძალიან გვიან..!“ - წერს გველესიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×