logo_geo
eng_logo
გიორგი მშვენიერაძე: კარვებით გზის გადაკეტვა უკანონოა
- +

11 ივნისი. 2018. 13:30

 

„კარვებით ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა, მაშინ როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წევრი გიორგი მშვენიერაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხოლო კარვების განთავსება ქვეითთა სავალ ნაწილზე, მიუხედავად აქციაში მონაწილეთა რაოდენობისა, აბსოლუტურად კანონიერია და შეკრება-მანიფესტაციის უფლებითაა დაცული“,- წერს მშვენიერაძე.

 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე სამი კარავი წუხელ, ღამის საათებში, ზაზა სარალიძის მოთხოვნით დადგეს.

 

ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები პარლამენტის შენობის წინ გადაიტანეს, რის შედეგადაც, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. კარვების გადატანის გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა შეთანხმების შემდეგ მიიღეს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner