logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ავახსნევინოთ ამ პატივცემულ გვამს…
- +

15 სექტემბერი. 2018. 00:11

 

 

 

„არავითარი ექსპორტისთვის ეს ნარკოტიკები გათვალისწინებული არ არის, ეს შიდა მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული. თავიდანვე გასაგები იყო, ეს ისტორია საით მიდიოდა, როდესაც ჯერ სიმღერები შემოგვაპარეს, შემდეგ კონსტიტუციურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურმე ადამიანს უფლება აქვს, ისე დაისვენოს, როგორც უნდა. შეკითხვა მაქვს კონსტიტუციურ სასამართლოსთან: პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს როგორც უნდა?! ამ პლანტაციებს რომ გვიშენებენ, ხომ გასაგებია, ვის ჯიბეში წავა აქედან აღებული მილიონები“, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

 

ვაშაძის განცხადებას „ტაბულას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

 

„რა კავშირია მარიხუანას მოწევასა და ბავშვების გაუპატიურებას შორის ეგებ რამენაირად ავახსნევინოთ ამ პატივცემულ გვამს“, – წერს ჩერგოლეიშვილი, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: „ახლა ჰგონია რომ მაგარ არგუმენტს მიაგნო – გიჟდება ისე უყვარს და მოსწონს თავისი თავი“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner