„ვერაფრით ვისწავლე სიკვდილთან ერთად ცხოვრება...“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ბიზნესლიდერთა ფედერაცია - ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების ფაქტს.
„ძალიან ძვირფასი ადამიანების დაკარგვისას, მათ გარეშე დარჩენილებს, საკუთარი თავის არსებობის შეგუება გვიჭირს...
ამდენი კარგი ადამიანის წასვლა ერთად იმას მარწმუნებს, რომ იქ უკეთესია...
ვიზიარებ ლევანის მეგობრების და ოჯახის უდიდეს ტკივილს“, - წერს ნინა კობახიძე.