logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: კომპანია „FERRUS”-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა
- +

2 სექტემბერი. 2016. 22:29



„მსხვილი ლატვიური კომპანია „FERRUS"-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია „FERRUS"-ის წარმომადგენელთა შეხვედრაზე აღინიშნა.


ლატვიური კომპანია, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, საქართველოში ბიზნესის წარმოებას გეგმავს.


„FERRUS"-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ ღია, გამჭვირვალე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.


 

right_banner
არქივი
right_banner