logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: დღეს ბაზარი საჭიროებს ახალი თამაშის წესებს
- +

25 მაისი. 2018. 18:30

 

 

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება, ჯარიმა დათვალოს სესხის საერთო მოცულობიდან.

 

„ძალიან ხშირად, ვადაგადაცილების შემთხვევაში, ჯარიმების დათვლა ხდებოდა სესხის საერთო და არა დარჩენილი თანხიდან. ახალი რეგულაციით, ყველა ვალდებული იქნება ჯარიმა დაითვალოს დარჩენილი თანხიდან. ადამიანს, როდესაც 1000 ლარი აქვს სესხი აღებული და 800 ლარი აქვს გასტუმრებული, 1000 ლარიდან არ უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრება, რადგან ეს არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი",- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა,  განსახილველად წარედგინება პარლამენტს.

 

„ჩვენი სურვილია, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში, კონკრეტულად, პირველი ივლისიდან, ვინაიდან დღეს ბაზარი საჭიროებს ახალი თამაშის წესებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×