logo_geo
eng_logo
ვლადიმერ კონსტანტინიდი: საგარეო უწყება იზიარებს საზოგადოების სამართლიან პროტესტს პარლამენტში ამ ფორმატით ჩატარებულ ღონისძიებაზე
- +

20 ივნისი. 2019. 17:57

 

„კატეგორიულად ვემიჯნებით ამ ფორმატით განხორციელებულ ღონისძიებას, რომელიც პარლამენტში გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც გამუდმებით აყენებს საკითხს ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ და მუშაობს ამ თემაზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ მუდმივად ვაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს და წარმოვაჩენთ მის ნამდვილ სახეს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ გარკვეულ წყაროებში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს დეზინფორმაციას.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner