logo_geo
eng_logo
საქართველოს ელჩს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დავითგარეჯის ინციდენტთან დაკავშირებით მომხდარის გამოძიება მოსთხოვეს
- +

16 ივლისი. 2019. 10:35

 

აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 14 ივლისს მომხდარი ინციდენტის თაობაზე. კერძოდ, „ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის დარღვევის, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებზე თავდასხმისა და მათი შეურაცხყოფის თაობაზე“.

 

ამასთან, როგორც სააგენტო „თურანი“ აღნიშნავს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მხარისგან გამოძიების ჩატარება, შესაბამისი ზომების მიღება და ამის შესახებ ოფიციალური ბაქოს ინფორმირება მოითხოვა.

 

„სინანულით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი მოქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების წარმოქმნისაკენ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner