logo_geo
eng_logo
მედიის თავისუფლებასა და ცრუ ინფორმაციის გავლენაზე სალომე ზურაბიშვილი ეუთოს წარმომადგენელს ესაუბრა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 22:55



პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს შეხვდა, რომელიც თბილისს ეუთოს მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციაში მონაწილეობისთვის ესტუმრა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, დეზინფორმაციის გავლენას და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრევენციას, მედიის პლურალიზმის მხარდაჭერის, საზოგადოების პოლარიზაციის საკითხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობის თემებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner