logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: არ გაბედოთ პენსიებისა და ხელფასების მომატება - ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაცია
- +

17 ოქტომბერი. 2019. 16:45

 

„ეს არის ტენდენციური დასკვნა, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით“, - ასე აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებას, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით.

 

„არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მატება, სანამ არ ჩატარდება არჩევნები - ასეთია რეკომენდაცია. მოდით, ვკითხოთ პენსიონერებს და დაბალხელფასიან ადამიანებს, ვისი ხელფასის მატებაზეც არის საუბარი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

შეგახსენებთ, „საერთაშორისო საზოგადოება - საქართველომ" რეკომენდაციები და 2020 წლის ბიუჯეტის შეფასება დღეს გამოაქვეყნდა. ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში პენსიის და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატებისგან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner