logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ატოცში რაც ხდება, ეს არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, „ბორდერიზაციის“ გაგრძელება, რაც დაწყებულია
- +

19 ოქტომბერი. 2019. 16:55

 

„ატოცში რაც ხდება, ამაზე ჩვენ ერთხელ უკვე გამოვთქვით აზრი და ვადასტურებთ, რომ ეს არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, „ბორდერიზაციის“ გაგრძელება, რაც დაწყებულია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა დაცული იყოს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, დღეს, სახელმწიფო სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ წყნარად, მშვიდად, განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე.

 

მინდა გთხოვოთ თქვენც, მეც ხომ აქ ვარ დღეს, გორში, სულ ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ სულ სხვა თემებზე ვსაუბრობთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ, ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner