logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შვედეთში
- +

4 ნოემბერი. 2019. 10:29

2019 წლის 3-6 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვედეთის სამეფოს ვიზიტით ეწვევა.  ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს  აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებულ სტოკჰოლმის მინისტერიალში, რომელიც შვედეთის მხარის ინიციატივით იმართება.

 

მინისტერიალში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრები, ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე, ევროპული კომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი იღებენ მონაწილეობას.

 

შვედეთის სამეფოში ვიზიტის დროს, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ენ ლინდესთან; ევროკავშირის საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან პაულა კარვალო ოლოვსონთან; იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრთან მორგან იოჰანსონთან და თავდაცვის მინისტრთან, პიტერ ჰალთქვისტთან.  ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner