logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა
- +

24 იანვარი. 2020. 17:11

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.

 

მხარეებმა არსებული ორმხრივი კავშირები  და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა დინამიური სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში  გააქტიურებულ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ქართულ და ავსტრიულ სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე.

 

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებები, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში  არსებული მძიმე ვითარება იყო.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ავსტრიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა არად ბენკოს პერსონალური წვლილი ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების საქმეში და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner