logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ოპოზიციის მიზანია, გააბუნდოვანოს საკითხი, რომ არ შედგეს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც არის პროგრესი
- +

27 მაისი. 2020. 17:13

 

 

„ოპოზიციამ დღესაც აჯობა საკუთარ თავს წარმოთქმული სიტყვებით აბსურდის მიღწევის საკითხებში.  ეს არის უსაფუძვლო, უშინაარსო, ზერელე, არაფრისმთქმელი სიტყვები. რა შუაში იყო სენატორები COVID-19- ის საკითხის განხილვისას, ან მერის და მინისტრების სახელები. მაგრამ აშკარაა, რომ ოპოზიციის მიზანი გახლავთ  გააბუნდოვანოს საკითხი,  დაამძიმოს სურათი, შეგნებულად და შეუგნებლად აურიოს საკითხები, რომ არ შედეგს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც არის პროგრესი და არის გამარჯვება და რაზეც, როგორც ხედავთ, ხელისუფლება მადლობას არ ითხოვს“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი COVID-19- ის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიმართვას ისმენს.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარი განცხადებებით  პანიკური სურათის შექმნას ცდილობს. 

 

„თუკი ისინი ეკონომიკაზე ლაპარაკობენ და თუკი მათ  ეს საკითხი ადარდებთ, მაშინ სწორედ პანიკური სურათის შექმნას უნდა გავექცეთ,  თუმცა მათი  მთავარი ინტერესი  სწორედ ეს არის“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

 

პლენარულ სხდომაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ანტიკრიზისული გეგმის განახლებასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა და ეს კარგია, მაგრამ ეს ვერ იქნება სტატიკური დოკუმენტი. ამას დასჭირდება განახლება, ამას დასჭირდება მოდიფიკაცია, განვითარება და  სრულყოფა. მაინტერესებს, რამდენად არის ამისთვის მზად მთავრობა, რა იქნება ძირითადი ინდიკატორების საფუძვლები, რითიც დროდადრო ეს დოკუმენტები განახლდება და უფრო სრულყოფილი გახდება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner