logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში ცალსახად დამნაშავედ ცნო
- +

30 ივლისი. 2020. 15:10

 

 

 

„გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში ცალსახად დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

 

მან გიორგი რურუა „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ კრიმინალად მოიხსენია.

 

„სასამართლომ გიორგი რურუა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში ცალსახად დამნაშავედ ცნო. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ, უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ „ნაციონალურ მოძრაობად“ ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი კრიმინალი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის შთანთქმის მექანიზმის გათვალისწინებით, 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner