logo_geo
eng_logo
გიგი უგულავა ნინო კალანდაძეს: მზითევის და ჩიხტიკოპების გატანება არა მგონია ვინმეს სჭირდებოდეს
- +

10 იანვარი. 2017. 17:49



„ნიკა მელიამ პრესმდივნობას და სხვის მაგივრად თარიღების დაანონსებას თავი გაანებოს", - ასე გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თვამჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული ფრთა პარტიას რამდენიმე დღეში დატოვებს.


„თუ რაიმე თარიღი იქნება, ყველას გავაგებინებთ. მელიამ თავის კარიერულ წინსვლას მიხედოს და პრესმდივნობა სხვებს გადააბაროს", - განაცხადა უგულავამ.


რაც შეეხება შესაძლო ქონებრივ საკითხებს, უგულავას თქმით, დღის წესრიგში დგას ქვეყნის პრობლემების მოგვარება და არა ქონებრივი საკითხები.

 

„მე საერთოდ არ ვარ ჩახედული და საერთოდ არ მაინტერსებს არანაირი ქონების საკითხები. ნინო კალანდაძემ ისაუბროს მზითევზე, მე კი ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ პარტიაშია. როდესაც რესურსი აღარ არის, მაშინ უმჯობესია ყოველგვარი მზითევის გარეშე, სუფთა ხელებით დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მზითევის და ჩიხტიკოპების გატანება არა მგონია ვინმეს სჭირდებოდეს", - განაცხადა უგულავამ.

 

 


 

right_banner
არქივი
right_banner