logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გენგეგმასთან დაკავშირებით, მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის
- +

13 იანვარი. 2018. 18:26



გენგეგმასთან დაკავშირებით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.


მისი განმარტებით, გენგეგმა შედგება 6 ეტაპისგან, თბილისის მერიას მიღებული აქვს 5 ეტაპის დოკუმენტაცია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან მე-6 ეტაპზე იყო ხარვეზები.


„ჩვენ ვგეგმავთ, რომ 15 იანვარს გამოვაქვეყნოთ ეს ყველაფერი და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. შესაბამისად, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სრულფასოვანი დოკუმენტი მივიღოთ, რადგან ქალაქის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ამ დოკუმენტზე",- განაცხადა კალაძემ.


მისივე თქმით, გენგეგმაზე მომუშავე "სითი ინსტიტუტმა" 45 დღე ითხოვა.

 

„ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვართ მოწადინებული იმისკენ, რომ ეს დოკუმენტი იყოს სრულყოფილი", - განაცხადა კალაძემ.


რაც შეეხება შენიშვნებს, კალაძის განმარტებით, ეს ეხება მთელ რიგ მიმართულებებს, ტრანსპორტს, ზონირებას და ა.შ.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner