logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: შეიარაღებულ ძალებში ხელფასების ზრდას ეტაპობრივად ვგეგმავთ
- +

24 აპრილი. 2018. 17:29

 

შეიარაღებულ ძალებში ხელფასების ზრდა ეტაპობრივად იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, დღეს გორის სამხედო ბაზაზე განაცხადა.

 

„ის დანაყოფები, რომლებიც საქართველოს მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, მომზადებას გაივლიან, უფრო მეტ ხელფასს მიიღებენ. შემდგომ ეს გაგრძელდება მთლიანად შეიარაღებულ ძალებზე. წელს ვიწყებ ხელფასების მომატების პირველ ეტაპს. რაც შეეხება პრემიებს, ყველა, ვინც მსახურობს შეიარაღებულ ძალებში, ჩვენგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ბიუჯეტში ხდება სამი მილიონის მობილიზება და ეს შეეხება ძირითადად მათ ოჯახებსა და პირად ინტერესებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გორის სამხედრო ბაზაზე, მორიგი როტაციის ფარგლებში, ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში ერთი ბატალიონი და ასეული გააცილეს.

 

„ჩვენ NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს არის პირველი დანაყოფი, რომელიც საქართველოში წარმოებული ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტებით უფრო დაცული, უსაფრთხოდ გაემგზავრება ავღანეთში. ჩვენ ამით ვასრულებთ პირობას, ადგილობრივ, მათ შორის, სამხედრო წარმოებას შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner