logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ...
- +

25 აპრილი. 2018. 13:33

 

 

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

„კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. რაც შეეხება დასახელებას, მე ვვარაუდობ, რომ ზაფხულის ბოლოსკენ დასახელდება ჩვენი კანდიდატი და მანამდე ბუნებრივია, ჩვენ არ გვმართებს სიჩქარე. რაც შეეხება შანსებს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner