logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი
- +

14 ივნისი. 2018. 12:24

 

 

ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელი იქნება იმ კუთხითაც, რომ პარლამენტში ოპოზიციის რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.

 

„მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი. მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის რაოდენობა პარლამენტში, რომელიც დღეს 33-ს შეადგენს, შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ სჯობს, არ ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ასევე, პირობითად, დღეს თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. სხვადასხვა მიზეზებით, არ იქნება სწორი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner