logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი „ომეგა ჯგუფზე“: კეთილი ინებონ და ბიუჯეტში დავალიანება გადაიხადონ
- +

14 სექტემბერი. 2018. 16:18

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

 

„ბიუჯეტში დავალიანება უნდა გადაიხადონ, გინდ ვიდეო ჰქონდეთ, გინდ აუდიო. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ არის დავალიანება ბიუჯეტთან, რომელიც 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა და ეს უნდა გაჩერებულიყო. კეთილი ინებონ და გადაიხადონ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. არხის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება ფინანსურ პრობლემებს უქმნის კომპანია „ომეგას“, რომელიც არხის ფინანსურ უზრუნველყოფას უზრუნველყოფს.

 

ცნობისთვის, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საუბარია იმ აუდიოჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner