logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა
- +

20 იანვარი. 2019. 17:34

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 21 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვევა.

 

საქართველოს მთავრობის მეთაურს ლიეტუველი კოლეგა საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.

 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია იმყოფებიან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×