logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ლუიზა ვინტონს შეხვდა
- +

26 მარტი. 2019. 16:17

 

პარლამენტის იურიდიულს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ლუიზა ვინტონს   და მის მოადგილე, მუნხტუია ალთანგერელს შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

 

„დღეს გვქონდა გაცნობითი შეხვედრა ქალბატონ ლუიზა ვინტონთან,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, რომელიც  ჩართულია ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი პროექტების განხორციელებაში და ასევე, მის მოადგილესთან, ქალბატონ მუნხტუია ალთანგერელთან. დიდი მადლობა გადაუხადა მათ იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც პარლამენტთან, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან. გავაცანი ის გეგმები, რის განხორციელებასაც ჩვენი კომიტეტი  UNDP-თან თანამშრომლობის ფარგლებში აპირებს. ერთმანეთს გავუზიარეთ ის საკითხები, რაზეც შეგვიძლია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ქალბატონმა ლუიზა ვინტონმა და ქალბატონმა  მუნხტუია ალთანგერელმა  აღგვითქვეს  დიდი მხარდაჭერა როგორც საექსპერტო მხარდაჭერაში მთელ რიგ კანონპროექტებთან  დაკავშირებით, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებაში“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა.

 

ანრი ოხანაშვილის საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან  და მის მოადგილესთან შეხვედრას, ასევე ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×