logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი კახა კალაძეს მიმართავს
- +

12 ივლისი. 2019. 16:36

 

„არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს:

 

„ბატონო კახი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის  ლოცვა-კურთხევითა და  თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების შუამდგომლობით ამჟამად საკითხი იხილება თბილისის მერიის კულტურის, განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში, არგენტინელი და ბრაზილიელი საერთაშორისო დონის თანაორგანიზატორების (სამი კაცის) თბილისში  მოწვევისა და მათი ადგილზე მიღების ხარჯების დაფინანსების შესახებ, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ამა წლის ივლისში დაგეგმილი, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური  პროექტის  პრეზენტაციისა და ადგილზე წინასაწარი საორგანიზაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

 

პროექტი განხორციელდება: „ფეხბურთი როგორც დროთა კავშირი, მშვიდობისა და მეგობრობისათვის“, რომელზეც მოწვეული იქნება  პელე.

 

პრეზენტაციის დამთავრებისთანავე, ასევე მოხდება მეცნიერების,  კულტურისა და სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „გაერთიანებული ერების ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ საპატიო წევრობის დიპლომებით დაჯილდოება, მათ შორის არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ბიძინა ივანიშვილი, ელგუჯა მეძმარიაშვილი, ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა, ომარ მხეიძე, თენგიზ მუშკუდიანი, ვაჟა აზარაშვილი , გიორგი სიჭინავა, ანზორ კავაზაშვილი, რეზო ჭანიშვილი, ირაკლი ჩხიკვიშვილი, სერგო ედიშერაშვილი, რომან რცხილაძე, „ცისფერი ტრიო“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ და სხვები.

გთხოვთ  თქვენს მხარდაჭერას“, - ნათქვამია პატარქალიშვილის განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner