logo_geo
eng_logo
სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ქარელში ოჯახის წევრები ეძებდნენ, იპოვეს
- +

11 სექტემბერი. 2019. 12:15

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ქარელში ოჯახის წევრები ეძებდნენ, იპოვეს.

 

თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ლაშა ჩოჩიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ქარელის სოფელ ხეობაში 27 წლის მამაკაცს ერთი კვირაა, ოჯახი ეძებდა, რის გამოც, გუშინ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა ლაშა ჩოჩიშვილის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამოძიება დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner