logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტმა კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
- +

2 ოქტომბერი. 2019. 12:56

 

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

ქვეყანას და გია ყანჩელის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კომპოზიტორის გარდაცვალება მიუსამძიმრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

 

„დღეს, 84 წლის ასაკში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი. თუ ვინმემ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას მეტი ხელოვნება, მეტი მელოდია შესძინა, ის უთუოდ იყო ერთ-ერთი. სევდიანია, რომ მისი გარდაცვალება ყვითელი ფოთლების დროს დაემთხვა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner